უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

28.10.23 22:07
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა - "პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი საოკუპაციო ჯარების აგრესიას ემსხვერპლა. 

კუპიანსკში მძიმე ვითარებაა, ამიტომ ცხედრის გადმოსვენება ვერ ხერხდება.

მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.