ხელვაჩაურში ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 2 არასრულწლოვანია
უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში - მახოს ხიდთან მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.
არსებული ინფორმაციით, სულ ავტომობილში 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში გადის მკურნალობას. ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.