პრეზიდენტის მეზობლები შველას ითხოვენ - სამეფო უბნის მოსახლეობას სახლები თავზე ენგრევათ

29.10.23 12:51
პრეზიდენტის მეზობლები შველას ითხოვენ - სამეფო უბნის მოსახლეობას სახლები თავზე ენგრევათ

პრეზიდენტის მეზობლები შველას ითხოვენ. სამეფო უბნის მოსახლეობას სახლები თავზე ენგრევათ. სალომე ზურაბიშვილის საცხოვრებელი სახლის გარშემო უმძიმესი მდგომარეობაა. აბესაძის ქუჩაზე არსებული ავარიული სახლების კედლებს ყოველდღიურად ახალი ბზარები უჩნდებათ, იმატებსს ნესტიც. შენობებიდან გარეთ აგურები ცვივა, თუმცა უსაფრთხო არც შიგნით ყოფნაა, რადგან მოსახლოების ნაწილს სახლებში იატაკი მოეშალათ.

საკუთარი მოთხოვნები დღეს დილიდან  პრეზიდენტის მეზობლებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს. მოსახლეობა ამბობს, რომ მერიაში წერილს წერილზე აგზავნიან, თუმცა იქიდან რეაგირება არ არის. 

ყოველი დღე აქ ცხოვრების რისკებით სავსეა და სტრესებით. ჯერ ისედაც საშიში იყო ასეთ პირობებში ცხოვრება, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით და რამდენიმე დღის წინ პატარა ბავშვი ჩამორბოდა კიბეზე, ჩვენი მეზობლის შვილი და ჭერი ჩამოვვარდა. არა ბათქაში, არამედ უზარმაზარო ლოდი. ბავშვი გადარჩა ანუ მოხდებოდა უბედური შემთხვევა. ასეთი უბედური შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ჩვენ ვითხოვთ შველას, ეს არის კატასტროფა!, - ამბობს ადგილობრივი მოსახლე.