ბახმუტის მისადგომებიდან ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება

29.10.23 13:12
ბახმუტის მისადგომებიდან ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ქართველი მებრძოლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ბახმუტის მისადგომებთან მოკლული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსვენებას. ბატალიონ თბილისის" მეთაური გოჩა ხორავა ამბობს, რომ მდგომარეობა დონეცკის ოლქში რთულია. 

ბახმუტის მიმართულებით იყვნენ სამუშაოდ. იმუშავეს ბიჭებმა. ერთი სიტყვით, ჩვენი ლევანი დაგვეღუპა. გვაყვს დაღუპული 6 უკრაინელი. დაჯილდოებული იყო თენახევრის უკან წმინდა გიორგის ორდენით. ლევანი იყო აფხაზეთის ვეტერანი. რამდენიმე დღეში ალბათ გამოვიყვანთ, ხვალ, ზეგ, რავიცი, ყოველ დღე ვცდილობთ. ახლა ისეთი სიტუაციია მანდ, რომ შეუძლებელია შესვლა. ვინც შევიდა, უკან ვერავინ დაბრუნდა. ასე რომ, ვაკონტროლებთ, ერთი გვყავს დაჭრილი, ქართველი, - ამბობს ხორავა. 

რაც შეეხება დაჭრილ დავით აბულიძეს, ის ხარკოვის საავადმყოფოშია მოთავსებული. აბულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.  

ორი უკრაინელი ლევანის გადაეფარა, მაგრამ თვითონაც ზედ დააკვდნენ. მარჯვენა ფეხზე მაქვს პატარ-პატარა, დიდი ანასხლეტებიც არის. მარცხენა ფეხზე ძვალი გატეხილი, ძალიან დიდი ჭრილობაა და არის პატარ-პატარა ჭრილობები კიდევ, - ამბობს დავით აბულაძე.