"კოვზი გადაყლაპა, მშრალ შიმშილობაზეა" - რუსთავის ციხის პატიმარი მკურნალობის უფლებას ითხოვს
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულმა ციხეში მშრალი შიმშილობა დაიწყო. პატიმარი არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებს. მამაკაცი კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, მაგრამ ამის ნებართვას ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში არ გასცემენ.
ოჯახის და ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა პროტესტის ნიშნად კოვზი გადაყლაპა, გადაიჭრა ვენები და მიიყენა სხვადასხვა სახის თვითდაზიანებები.
ამ წუთას არის მოშმშილე პატიმარი, რომელიც აპროტესტებს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას. არის უმძიმესი ავადმყოფი, 4 მომაკვდინებელი დაავადება აქვს. ითხოვს მკურნალობის გაგრძელებას. გაჩეხილი აქვს თავი, თმას აღარ ამოსდის უკვე იმ ადგილას, სადაც ჭრილობები ჰქონდა, გისოსებზე ნარტყამი. 9 სექტემბერს გადაყლაპა კოვზი და ეს კოვზი დღემდე აქვს კუჭში. უნდა გადაეყვანათ, მაგრამ მე ვიცი, რომ ახლა ის ამ წუთას, იმყოფება მე-6-ში და შიმშილობს. გადაიყვანეს 29 სექტემბერს მე-6 განყოფილებაში. ეს ხომ იცით როგორ განყოფილებაა? ასეთი უმძიმესი პატიმარი, მძიმე ავადყოფია, შეშუფებულია საერთოდ, ფეხები შეშუპებული აქვს, - ამბობს ოჯახის წევრი.
საბა ბაბუხადიას ინტერესების დამცველები მათი დაცვის ქვეშ მყოფის დაუყოვნებლივ "ვივა-მედში" გადაყვანას ითხოვენ.
იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ და კვლავ გადაეყვანათ სამკურნალო დაწესებულებაში და ყოფილიყო თუნდაც ფისქოლოგების და ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ, მე-6 დაწესებულებაში, აღმოჩნდა მსჯავრდებული ე.წ. დეესკალაციაში, კარცერში, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა. გადაყლაპული აქვს ნივთი, კოვზი, რომელიც არის მის ორგანიზმში. აქ არი არის საუბარი დღეებზე ან დავუშვათ, როცა მოხერხდება გადაყვანა. მნიშვნელოვანია,რ ომ დროულად, დღესვე, თითოეული წამი არის კრიტიკული მომენტი, - ამბობს ადვოკატი.