სასამართლომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ დავით ხუციშვილს პატიმრობა შეუფარდა

11.06.21 19:11
სასამართლომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ დავით ხუციშვილს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი, დავით ხუციშვილი, წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად,  პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა. 

დაცვის მხარე დაკავებულის ყოველგვარი აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატის განცხადებით  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

დავით ხუციშვილი 29 მაისის ინცინდენტზე გუშინ დააკავეს. მას გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტები მხარდამჭერის  დაკავებას საყვირებით აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ რიონის ხეობის მცველების  წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო.

მსგავსი სიახლეები