"სამი უკრაინელი გადაეფარა" - ბახმუტთან რუსულ აგრესიას 45 წლის ლევან ლობჟანიძე ემსხვერპლა
იმ დროს, როცა ხელისუფლება რუსეთს ერთგულებას ყოველდღიურად უმტკიცებს, პუტინის ომში უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები კვდებიან. რუსული სისასტიკის ბოლო მსხვერპლი 45 წლის ლევან ლობჟანიძეა. საოკუპაციო ძალებმა ის ბახხმუტის მისადგომებთან მოკლეს. ქართველ მეორმარს უკრაინელი მებრძოლები გადაეფარნენ. სამივე ადგილზე დაიღუპა.
საავადმყოფოში რჩებიან დაჭრილები. ერთ-ერთი ბატალიონ "თბილისის" წევრია. ქართველ ჯარისკაცებს ჭურვის ნამსხვრებები სხეულის სხვადასხვა არეში მოხვდათ. ხარკოვის კლინიკაში მყოფი მებრძოლები "პირველებთან" ინტერვიუში ამბობენ, რომ ბრძოლის ველზე დაბრუნდებიან მაშინვე, როგორც კი ექიმები ამის უფლებას მისცემენ.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.