"მონობაში ვართ" - დაკავებულია კაცი, რომელიც ცოლს და შშმ პირს მათხოვრობას აიძულებდა

29.10.23 20:10
"მონობაში ვართ" - დაკავებულია კაცი, რომელიც ცოლს და შშმ პირს მათხოვრობას აიძულებდა

 

 

დაკავებულია კაცი, რომელიც ცოლს მათხოვრობას აიძულებდა, უარის მიღების შემთხვევაში კი ქალზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა. ადამიანებით ვაჭრობის სქემა სამართალდამცველებმა ბათუმში გამოავლინეს. ამ ეტაპზე, მინიმუმ, 2 დაზარალებულია. ერთი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ისმის ფრაზა  "მონობაში ვართ".

ტრეფკინგის საქმეზე დაკავებულ 48 წლის კაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.