ჩამონგრეული და დაბზარული კედლები - პრეზიდენტის მეზობლები კალაძეს დახმარებას სთხოვენ
სალომე ზურაბიშვილი მეზობლები კახა კალაძეს დახმარებას სთხოვენ. თბილისის ძველ უბანში საუკუნის წინ აშენებული სახლები ინგრევა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა კუფტინის და აბესაძის ქუჩაზე. სახლებს ყოველდღე ახალი ბზარები უჩნდება და შენობებიდან აგურები ცვივა.
თბილისის ცენტრში მდებარე ავარიული სახლები საფრთხეა ტურისტებისთვისაც. ამ პრობლემის გადაჭრაზე პრეზიდენტი წლებია საუბრობს, მაგრამ ზურაბიშვილის არც თბილისის მერს ესმის.
ვრცლა ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.