მახაჩკალის აეროპორტში ხალხი შეიჭრა - აგრესიული მოქალაქეები ებრაელებს ეძებენ

29.10.23 22:54
მახაჩკალის აეროპორტში ხალხი შეიჭრა - აგრესიული მოქალაქეები ებრაელებს ეძებენ

დაღესტანში, მახაჩკალის აეროპორტში ხალხი შეიჭრა. დემონსტრანტები თელ-ავივიდან ჩამოსულ თვითმფრინავს დახვდნენ და "ებრაელების გაყრას" მოითხოვენ.  გაძლიერებული დაცვის მიუხედავად, აეროპორტის ადმინისტრაციული შენობასთან შეკრებული ანტისემიტური აქციის მონაწილეები აეროპორტიდან გამოსულ ხალხს დოკუმენტებს უმოწმებენ.პროტესტის მონაწილეებს ადგილზე საპროტესტო ბანერები აქვთ მიტანილი და პალესტინის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებენ.