ტრაგედია კახეთში - საბჭოთა ქანდაკების ძეგლმა სამი წლის ბავშვი შეიწირა

30.10.23 11:07
ტრაგედია კახეთში - საბჭოთა ქანდაკების ძეგლმა სამი წლის ბავშვი შეიწირა

საბჭოთა ქანდაკების ძეგლმა დედოფლისწყაროში სამი წლის ბავშვი შეიწირა. ვეფხისა და მოყმის ქანდაკება იმ დროს ჩამოიშალა, როცა მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან და თანატოლებთან ერთად სკვერში იმყოფებოდა. არასრულწლოვანი ნანგრევებში მოყვა. სამი წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქანდაკებას რამდენიმე წლის განმავლობაში სპეციალური ღობე ჰქონდა, თუმცა შემდეგ ეს ღობე მოხსნეს. მათი თქმით, ხელისუფლებას ძეგლების გამაგრებითი სამუშაოების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

მაგას უნდა სერიოზული გაკეთება, ან უნდა საერთოდ მოხსნან, - ამბობს ადგილობრივი. 

ახლა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, თუ ძეგლი ავარიული იყო, რატომ არ მიიღეს პრევენციული ზომები. რატომ იყო სკვერში გადაადგილება თავისუფლად შესაძლებელი.

მომხდარზე გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, თუმცა არ არის გამორიცხული, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდეს.