გადაკეტილი მოძრაობა და გათიშული ელექტროენერგია - როგორ გადაჰქონდათ ოლიგარქის ბაობაბები

30.10.23 11:21
გადაკეტილი მოძრაობა და გათიშული ელექტროენერგია - როგორ გადაჰქონდათ ოლიგარქის ბაობაბები

ბიძინა ივანიშვილმა კენიიდან წამოღებული ხეები შეკვეთილში დააბინავა. რამდენიმე საათია ფოთი-შეკვეთილის ცენტრალურ მაგისტრალზე იმ საგზაო ნიშნების და ელექტროსადენების დამონტაჟება მიმდინარეობს, რომელიც ბაობაბების  თავისუფლად ტრანსპორტირებისთვის მოიხსნა. ხეების ნაწილი თბილისშია წამოსაღები,  რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზეც კოლაფსია მოსალოდნელი.

გუშინ მთელი ღამით ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე ხმაური იყო. ივანიშვილის ბაობაბების გადატანის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია გაუთიშეს, მოხსნეს საგზაო ნიშნები და ტრაფარეტები. ასწლოვანი ხეების გადატანაში ჩართული იყო შსს-ც.  ხალხი გზებზე შექმნილ ვითარებას და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას აპროტესტებდა.

მთელი ღამის განმავლობაში ჩაბნელებული იყო 5-ზე მეტი სოფელი. გარდა ამისა, მთლიანად საგზაო ინფრასტრუქტურა მოჭრეს და მოჭრეს ყველაფერი, რაც კი ხელს უშლიდა ამ ტვირთის გადაადგილებას, მათ შორის, საგზაო ნიშნები და ეს იყო ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალზე, მოსახლეობას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გაუჩეხეს ასწლოვანი ხეები იმისთვის, რომ ოლიგარქის ხეს უპრობლემოდ გაეარა და გარდა ამისა, ჩვენ ვხედავდით, რომ პოლიციის ძალიან დიდი მობილიზება იყო იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ემგზავრა აღნიშნულ ტვირთს, - ამბობს ენმ-ს წევრი ლაშა მჟავანაძე.