ავარია შიდა ქართლში - არიან დაშავებულები

11.06.21 19:39
ავარია შიდა ქართლში - არიან დაშავებულები

შიდა ქართლში, სოფელ დოესთან, "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა, დაშავებულია 4 ახალგაზრდა. 

კლინიკა ,,გორმედის“ ექიმის, სანდრო ხეჩიკაშვილის, ინფორმაციით, ავარიის შედეგად მათ კლინიკაში სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით  დაშავებული ორი პირია შეყვანილი.

ორივე მათგანს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევები და პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. ექიმის განცხადებით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"- აცხადებს მედიკოსი.