ქურდული გარჩევა თბილისში - დაკავებულები მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან

11.06.21 20:14
ქურდული გარჩევა თბილისში - დაკავებულები მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან

ე.წ ქურდული გარჩევა თბილისში და 13 დაპატიმრებული - ხმაურიან საქმეზე დაკავებულთა  პროცესი საქალაქო სასამართლოში საათნახევრიანი დაგვიანებით დაიწყო -  13 ბრალდებულიდან მხოლოდ სამმა გაბედა პროცესზე დასწრება, დანარჩენებმა კი დისტანციური რეჟიმი აირჩიეს. პროცესზე დასწრეთა შორის არიან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ,,ხონსკი" და ,,გიბონა". 

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ. კანონიერი ქურდის, ,,გლეხოვიჩის", შვილმა, მევლუდ მახარობლიძემ, საკუთარი სახელი და მისამართიც კი არ უთხრა გამოძიებას, რომ მათ მონაცემები ოქმში შეეტანათ. 

პროკურატურა ბრალდებულების წინასწარ პატიმრობას ითხოვს, რადგან მათი მხრიდან გამოძიებისგან მიმალვის საფრთხე არსებობს, ადვოკატებს კი მიაჩნია, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდნენ, რადგან საქმეში მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. 

 

 

მსგავსი სიახლეები