ტრაქტორების საქმე, რომელიც "კანონიერ ქურდებამდე" მივიდა - ტვ პირველმა ხმაურიანი დაკავების დეტალები დაადგინა

11.06.21 20:14
ტრაქტორების საქმე, რომელიც "კანონიერ ქურდებამდე" მივიდა - ტვ პირველმა ხმაურიანი დაკავების დეტალები დაადგინა

ქურდული გარჩევა თბილისში და 13 დაკავებული - "პირველებმა" დაადგინა, რატომ მივიდა საქმე კანონიერ ქურდებამდე.

ჩვენი ინფორმაციით, ბიზნესმენმა გიორგი დალაქიშვილმა ქურდებს დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც გაყიდული ტრაქტორების თანხა ვერ ამოიღო. საუბარია სულ 150 000 ლარზე.

ირკვევა ისიც, რომ ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად, "გლეხოვიჩის" მიერ "გამტყუნებულ" პირს  80 000 -ის გადახდა დააკისრეს, დანარჩენი კი ქურდულ საერთოში უნდა წასულიყო.

საქმის მასალების თანახმად, მას შემდეგ, რაც ბიზნესპარტნიორებმა ფული ვერ გაიყვეს, დახმარება ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს, საზღვარგარეთ მყოფ ზაალ მახარობლიძეს, იგივე "გლეხოვიჩს", სთხოვეს. ქურდის ვაჟმა, მევლუდ მახარობლიძემ, კი მამის დავალებით, მისი საცხოვრებლის მახლობლად, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა. 

ქურდული სამყაროს წევრობისა და მასთან კავშირის ბრალდებით სულ 13 პირია დაკავებული. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რაც შეეხება ესპანეთში მყოფ  კრიმინალურ ავტორიტეტს, ზაალ მახარობლიძეს, მისთვის წაყენებული ბრალდება 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. არ არის გამორიცხული ქართულმა მხარემ "გლეხოვიჩის" ექსტრადირება მოითხოვოს.