ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

12.06.21 11:06
ნამახვანჰესთან დაკავშირებით  ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა  მიმდინარეობს

მთავრობასა და ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგეებს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა იმართება. შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებიან. რიონის მცველის, არლამ გოლეთიანის თქმით, დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ გაცნობითი ხასიათისაა და მხარეები თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებენ.

შეხვედრის დაწყებამდე  ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ​დავით თვალაბეიშვილმა თქვა, რომ  „ენკასთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებასთან დაკავშირებით.

მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან” მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს ეს 99 წელი. ვერ გეტყვით, სადამდე იქნება შემცირებული, მაგრამ პოზიტიური პროცესია და უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილი"- განაცხადა თვალაბეიშვილმა.