ხელისუფლების დაუდევრობის მსხვერპლი 3 წლის ბავშვი - არხილოსკალოში მომხდარის დეტალებზე საუბრობენ

30.10.23 17:19
ხელისუფლების დაუდევრობის მსხვერპლი 3 წლის ბავშვი - არხილოსკალოში მომხდარის დეტალებზე საუბრობენ

ტრაგედია არხილოსკალოში - ირკვევა, რომ არხილოსკალოში საბჭოთა ქანდაკება, რომელმაც 3 წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, წლების განმავლობაში დაზიანებულია. ავარიული ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობამ რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ მუნიციპალიტეტმა ყურადღება არ მიაქცია.

ადგილობრივების თქმით, დედოფლისწყარო საკარანტინო ზონად ღარიბაშვილებმა აქციეს, თუმცა ავარიული ძეგლისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული ყველა ობიექტის კონტროლი ევალება სახელმწიფოს. დედოფლისწყაროზე მე არაერთხელ მითქვამს, რომ როგორც საკარანტინო ზონა ისეა ღარიბაშვილებისთვის და რასაც უნდა იმას აკეთებენ, ეს სიახლე არ არის არც თქვენთვის, არც საზოგადოებისთვის. კანონი და სამართალი დედოფლისწყაროში ძალიან იშვიათად მოქმედებს. ღარიბაშვილი ასრულებს კონკრეტულ დავალებას, რა დავალებაც აქვს. საერთოდ არ აქვს დავალებული ხალხზე ზრუნვა. გადაცდომის დანაშაულის მიუხედავად, დედოფლისწყაროში დასჯილი ამ 11 წელიწადში არავინ ყოფილა და დარწმუნებული ვარ არც ახლა იქნება", - ამბობს ადგილობრივი.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.

ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება გომელაურის უწყებამ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა არ არის გამორიცხული, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდეს.