ქუთაისში, 40 ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება

12.06.21 11:59
ქუთაისში, 40 ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება

ქუთაისის ნაწილში კომერციული ობიექტები პარალიზებულია. ქალაქის 40 ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება. დენი არ მიეწოდება არც ქუთაისის მერიას. 

ობიექტების ნაწილი გენერატორებზე მუშაობს. ელექტროენერგიის გათიშვის  გამო ქალაქში მოძრაობა პარალიზებულია, რადგან არ მუშაობს შუქნიშნები.

"ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ წერეთლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ელექტროენერგია 18:00 საათზე ჩაირთვება.