ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში - დაშავებულია ხუთი ადამიანი

30.10.23 19:29
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში - დაშავებულია ხუთი ადამიანი

ახალციხეში, გიორგი ბრწყინვალის ძეგლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.