კბენის ვერსია გინებით შეიცვალა - ხმაურიანი საქმის თავდაპირველი ვერსია შეიცვალა

30.10.23 20:22
კბენის ვერსია გინებით შეიცვალა -  ხმაურიანი საქმის თავდაპირველი ვერსია შეიცვალა

კბენის ნაცვლად გინება - ხმაურიანი საქმის თავდაპირველი ვერსია შეიცვალა. გლდანი-ნაძალადევის განყოფილების უფროსმა სასამართლო სხდომაზე გადათქვა, რომ მელიამ უკბინა. მოსამართლეს კი უმტკიცებდა, რომ არ იყო კბენა, მაგრამ იყო გინება დედის მისამართით. ამ ჩვენების  საფუძველზე  კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი მოიხსნა.

ახლა მოსამართლე იმსჯელებს, მელია ადმინისტრაციული სასჯელით ციხეში გაუშვას, თუ ფულადი ჯარიმა დააკისროს. ირაკლი ეძგვერაძის სახლთან მომხდარი ჩხუბის საქმეზე დღეს პოლიციელების გარდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც დაიკითხნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დაპირისპირების პროვოცირება სამართალდამცველებმა მოახდინეს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.