შეეწირა თუ არა ჩინოვნიკების გულგრილობას 3 წლის ბავშვი - რატომ იდგა სკვერში ავარიული ძეგლი
შეეწირა თუ არა ჩინოვნიკების გულგრილობას 3 წლის ბავშვი. საბჭოთა დროინდელი ქანდაკება დედოფლისწყაროს ცენტრში იმ დროს ჩამოიშალა, როდესაც მოზარდი სკვერში თამაშობდა. არასრულწლოვანი ნანგრევებში მოყვა. პირველადი დახმარების აღმოჩენას გაბრიელისთვის თავისი დედა ცდილობდა, რომელიც პროფესიით ექიმია, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
ახლა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა, რატომ იდგა სკვერში ავარიული ძეგლი, რომელმაც 3 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა, ტაძრის ტერიტორია არ არის ერთადერთი ადგილი, რომელიც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გამგეობაში წერილი წერილზე მიდის, მაგრამ რეაგირება არ არის. ღარიბაშვილების სამფლობელოში არც იმის იმედი აქვთ, რომ გაბრიელის გარდაცვალების ფაქტს ობიექტურად გამოიძიებენ.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის სიუჟეტში.