ივანიშვილის ხეების გადამტანმა კომპანიამ 2011 წლიდან 98 მილიონის ტენდერი მოიგო - ფლანგვის დეტექტორი

12.06.21 12:39
ივანიშვილის ხეების გადამტანმა კომპანიამ 2011 წლიდან 98 მილიონის ტენდერი მოიგო - ფლანგვის დეტექტორი

ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანმა კომპანია "ზიმომ" 2011 წლიდან 98 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო, იმის მიუხედავად, რომ კომპანია შავ სიაში იმყოფება. ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

2012-2019 წლებში, შპს "ზიმომ" 53 მილიონი ლარის ხელშეკრულებები სახელმწიფოსგან უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით მიიღო.

"ზიმოს" გარდა არსებობს მასთან დაკავშირებული შპს "ზიმო-7", რომელმაც 2012 წლიდან 150 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მიიღო და აქედან 54 მილიონის – უკონკურენტო გარემოში. "ზიმომ" და მისმა მეწილეებმა მმართველ პარტიას 2019-2020 წლებში ჯამში 320,000 ლარი შესწირეს, მათთან აფილირებულმა პირებმა კი დამატებით - 175,000 ლარი. შპს "ზიმო" 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა შავ სიაში, რადგან 2016 წელს ვანის მუნიციპალიტეტიდან პირდაპირი შესყიდვით მიიღო 1.4 მილიონ ლარზე მეტი და ვალდებულებები არაჯეროვნად და არასრულად შეასრულა. სამუშაოებს აგრეთვე უხარისხოდ ასრულებს შპს "ზიმო-7", რომელმაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზისა და ხიდის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი მიიღო, თუმცა ხიდი კვლავ სარემონტოა", - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

მსგავსი სიახლეები