ხვალიდან საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეების მიღების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება - ჟვანია

30.10.23 23:04
ხვალიდან საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეების მიღების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება - ჟვანია

"ხვალიდან, საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეების მიღების ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება" - ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია "პალიტრანიუსთან" საუბრის დროს ავრცელებს.

მისი თქმით, საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში 15 000 ადამიანი გაემგზავრა, მათ შორის, არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1 500 ადამიანი.

ხვალიდან, საქართველოს საელჩო მოქალაქეების მიღების ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. აქამდე, 3 კვირის მანძილზე შეწყვეტილი გვქონდა ყველა სხვა საკონსულო მომსახურების გაწევა ჩვენ ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.თუ ვინმეს უნდა პასპორტის ან პირადობის მიღება, ან მინდობილობის გაკეთება, ან მოქალაქეობის მიღების დახმარება და ა.შ. ხვალიდან საქართველოს საელჩოში ჩვეულებრივი რეჟიმი აღდგება. ეს იქნება მანამ, სანამ ისრაელის ცენტრულ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ნაწილის მიერ გამოცხადებული იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი.ზოგიერთ ქალაქებში ნორმალური პროცესები მიმდინარეობს. გაიხსნა ოფისები, საწარმოები, სასწავლო პროცესი ასე, რომ ჩვენც ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, მანამ სანამ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცხადდება განსაკუთრებული შეზღუდვა.

ბოლო 24 დღის განმავლობაში, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1500-მდე გამოემგზავრა. ორმაგი მოქალაქეობის პირებს ვერ ვითვლით. საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში გაემგზავრა 15 000 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე 1 500-ია - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.