ქუჩური გარჩევა კომენდანტის საათის დროს - ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა
გვიან ღამით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა. ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სამართალდამცავებს ახალგაზრდები აღარ დახვდათ, მათ მიმალვა შეძლეს.
თვითმხილველების თქმით, ჩხუბის დროს ერთ-ერთი პირი დაიჭრა.