ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანიამ ტექნიკა დაასაწყობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს - ენკა

12.06.21 14:06
ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანიამ ტექნიკა დაასაწყობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს - ენკა

ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA განცხადებებს ავრცელებს და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ENKA-მ ტექნიკა დაასაწყობა, ტყუილია.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია "ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი პროექტის- “ნამახვანჰესის" გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.