მხარდაჭერა სპირიდონს - "პატრიოტთა ალიანსმა" ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები ჩაიყვანა

12.06.21 15:02
მხარდაჭერა სპირიდონს - "პატრიოტთა ალიანსმა" ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები ჩაიყვანა

ნინოწმინდის პანსიონში სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის მხარდასაჭერად  "პატრიოტთა ალიანსმა" 50-მდე ბავშვი ჩაიყვანა. ბავშვები დაწესებულებაში "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გიორგი ლომიამ  ჩაიყვანა.

ლომიასთან ერთად ადგილზე იმყოფება  წმ.გიორგის სახელობის კარატის ფედერაციის ხელმძღვანელიც. ლომიას თქმით, კარატისტთა ჯგუფი პანსიონის ბენეფიციარებს კარატის გაკვეთილებს ჩაუტარებს.