1 გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში სატვირთო შევარდა

12.06.21 16:41
1 გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში სატვირთო შევარდა

კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ნიუჰოსპიტალსის" ეზოში სატვირთო მანქანა შევარდა და მსუბუქი ავტომანქანები მოიყოლა. გარდაცვლილია სატვირთო მანქანის მძღოლი. არიან დაშავებულებიც, მათ შორის, ერთი ბავშვი. დაშავებულები "ნიუჰოსპიტალსის" კლინიკაში შეიყვანეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.