რიონის მცველებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

12.06.21 19:22
რიონის  მცველებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, ხელისუფლებასა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.შეხვედრის შემდეგ რიონის მცველმა  ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ მხარეებმა განიხილეს ის პირობები, რომლის შესრულების შემდეგ მედიაციის პროცესი დაიწყება. რიონის მცველებმა ხელისუფლებას პირობების შესასრულებლად დრო  პარასკევამდე მისცეს. 

ეს პირობებია -  ხეობიდან ბარიკადების აღება, საპოლიციო ძალების გასვლა და  ნამახვანჰესის მშენებლობის სამუშაოების შეჩერება.

ამ პირობების ნაწილი შეთანხმდა, ვგულისხმობ საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის დაბრუნებას ძირითად ადგილზე, სადაც იყო ნამოხვანში აქამდე. ასევე მკაფიოდ დადგა დაკავებული ჩვენი თანამებრძოლების საკითხიც. პროკურატურას მოუწოდებენ, რომ ჩვენი თანამებრძოლები უნდა გათავისუფლდნენ. საფრთხე არსებობს ჩვენი თანამებრძოლების დაკავების, საყულიას შემთხვევა გავიხსენოთ და დავაყენეთ საკითხი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები უნდა შეწყდეს. შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ეს პირობები შესრულდება შემდეგ პარასკევამდე, დადგება შემდეგი პირობების დაყენების საკითხი. რაც ხეობაში მუშა პროცესის შეჩერებას ველოდებით", - თქვა გოლეთიანმა. 

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის განცხადებითმხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ხეობაში ბარიკადების მოხსნა.