დაუძლურებულია, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს - მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის გადაყენებას გამორიცხავს

01.11.23 12:08
დაუძლურებულია, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს - მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის გადაყენებას გამორიცხავს

მღვდელმთავრები სინოდის საგანგებო სხდომაზე გამოიძახეს - დღის წესრიგი საიდუმლოა. როგორც ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა "პირველებს" განუცხადა, შეკრების მიზეზი ხვალ 12:00 საათზე გაირკვევა. 

 არავინ არ ვიცით წინასწარ რა საკითხები იქნება. ერთადერთი ვიცი, რომ ხვალ 12 საათზე დაიწყება. თქვენ უნდა გქონდეთ ინფორმაცია იმიტომ, რომ არასოდეს არცერთი სინოდის წინ წინასწარ საკითხები არ ყოფილა ცნობილი"- თქვა მაღალმა იერარქმა. 

 რაც შეეხება პატრიარქის შესაძლო გადაყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებს, სინოდის გავლენიანი წევრი ამ ფაქტს კატეგორიულად გადმორიცხავს. მისი თქმით ამაზე საუბარი "ცოდვაა". 

აღარ გაიმეოროთ მეტი ეგ ამბავი, აღარც გაიმეოროთ. დაუძლურებულია, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას ჩვენ ეკლესიაში დღემდე ღებულობს პატრიარქი და მე მჯერა, რომ  ასე იქნება" - დასძინა მან. 

ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა "პირველებს" განუცხადა ისიც, რომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი ხვალ გასამართ სხდომაზე არ დადგება. 

ჩვენი მთავარი საკითხი გვაქვს ის, რომ პირველი იერარქი უკრაინის არ არის კანონიკური ანუ მისი ხელდასმა არის საეჭვო თავიდან, როდესაც ის გახდა ეპისკოპოსი საეჭვო ვითარებაში გახდა ეპისკოპოსი და ამის გამო ჩვენ კი არა მსოფლიოს ძირითადი ნაწილი არ ღებულობს, მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, მე მჯერა, რომ ეს არის ერთადერთი მიზეზი"- დასძინა მან.