დაკავებულია პირი, რომელიც პანსიონზე მიცემული ჩვენების გამო ახალგაზრდას ემუქრებოდა - პროკურატურა

12.06.21 19:35
დაკავებულია პირი, რომელიც პანსიონზე მიცემული ჩვენების გამო ახალგაზრდას ემუქრებოდა - პროკურატურა

პროკურატურამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსონის აღსაზრდელების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით გამოკითხული პირის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წაუდგინა. 

გამოკითხული პირი დაზარალებულად ცნეს და მას და მის ოჯახს თავშესაფარში გადაყვანა შესთავაზეს.

გამოძიების დაწყების საფუძველი გ.ჩ.-ს ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს - გ.ჩ.-ს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა - ჩ.გ. ემუქრებოდა. აღნიშნული განცხადებით მომართვისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რა დროსაც გამოიკითხა გ.ჩ., რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ბიძის ჩ.გ.-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული მუქარის, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის თაობაზე. ასევე, გამოიკითხა გ.ჩ.-ს მეუღლე", - აღნიშნნულია უწყების განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.