ოკუპანტების კიდევ ერთი ტყვე - რუსების მიერ გატაცებული მწყემსის ოჯახი დახმარებას ითხოვს

01.11.23 13:54
ოკუპანტების კიდევ ერთი ტყვე - რუსების მიერ გატაცებული მწყემსის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ოკუპანტების კიდევ ერთი ტყვე - რუსების მიერ გატაცებული მწყემსის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

მეზობლების თქმით, გატაცებული კარგი ადამიანია და მას არაფერი დაუშავებია. ადგილობრივები გაკვირვებულები არიან მომხდარი შემთხვევით.

უბრალო მუშა არის, ძალიან ყოჩაღი. არაფერი მაგათ არც ოსებისთვის არაფერი დაუშავებიათ, ომიანობის პერიოდში სოფელში არც იყვნენ, ძალიან გვიკვირს რა შემთხვევაც მოხდა", - ამბობს გატაცებულის მეზობელი.

საოკუპაციო ძალებმა ქარელის მუნიციპალიტეტიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. მევლუდ ლაღოშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იმ დროს აიყვანეს, როდესაც პირუტყვს მწყემსავდა.

ის ახლა ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ეს ბოლო 24 საათში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო გატაცების მეორე შემთხვევაა. 

სუს-ის ინფორმაციით ბოლო 2 თვის განმავლობაში საოკუპაციო ძალების მხრიდან იკანონო ბორდერიზაციის 3 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო შემთხვევა გუშინ სოფელ ერგნეთში იყო.

ცნობისთვის, ამ დრომდე ცხინვალის ციხეში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაატყვევა