როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

01.11.23 14:25
როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობის ინფორმაციით, ილია II-ს მდგომარეობა "ნორმალურია". 

მისი თქმით, ხვალინდელ სინოდის სხდომას პატრიარქი თავად წარუძღვება. 

სინოდის თავმჯდომარეა და აბა ვინ უნდა წარუძღვეს?  გადახედეთ რა განცხადებები კეთდდება სინოდის ჩანიშვნამდე. ვერცერთ საკითხს სწორად ვერ იცნობენ (თეოლოგები)"- ამბობს მეუფე იაკობი.

თეოლოგებს აქვთ განცდა, რომ ხვალ დაგეგმილ სინოდის სხდომაზე მსჯელობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ძალაუფლების გადანაწილებასა და მმართველობის ახალ სისტემაზე იქნება.

თეოლოგები პატრიარქის გადაყენებას ან გადაყენების მცდელობასაც არ გამორიცხავენ. 

2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის მოწვევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 12 საათზე გაიმართება.