ოკუპანტების მიერ გატაცებული კაცის შვილი "პირველებთან" საუბრობს - რა დეტალები ხდება ცნობილი ლაღოშვილზე

01.11.23 15:41
ოკუპანტების მიერ გატაცებული კაცის შვილი "პირველებთან" საუბრობს - რა დეტალები ხდება ცნობილი ლაღოშვილზე

ოკუპანტების მიერ გატაცებული მწყემსის ოჯახი დახმარებას ითხოვს - მევლუდ ლაღოშვილის შვილი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლოს მამასთან კონტაქტი გუშინ ჰქონდა.

საოკუპაციო რეჟიმის ტყვემ შვილს უთხრა, რომ ის ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავდათ და ამის შემდეგ კონტაქტი გაწყდა. 

 სოფლის მოსახლეობა შეშინებულია, რადგან მათივე თქმით, სროლები ახლაც კი ისმის.

ვურეკავდით და არ გვიპასუხა, მერე ალბათ ვიღაცამ მისცა ტელეფონი და გაგვაგებინეს, რომ აქ გვყავსო. არც უთქვიათ როდის გამოუშვებენ, როგორ და რანაირად. ახლაც ისმის სროლები, ეს სამი დღეა რაც გახშირდა სროლები", - ამბობს ადგილობრივი.

55 წლის მამაკაცი საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ტახტისძირის საძოვრებიდან გაიტაცა, ხელბორკილები კი მაშინ დაადეს როდესაც პირუტყვს მწყემსავდა.

ცნობისთვის, ამ დრომდე ცხინვალის ციხეში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაატყვევა