თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან პატიმრები გაიქცნენ

01.11.23 16:26
თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან პატიმრები გაიქცნენ

თბილისში, გაქცეულ პატიმრებს ეძებენ - ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. 

როგორც TVPIRVELI.GE-ს „ავერსში“ განუცხადეს, შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა.

ირკვევა, რომ პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.

ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.

უცნობია, სად იყო გაქცევის დროს საბადრაგო სამსახური. 

TVPIRVELI.GE პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებას ცდილობს.