კლინიკიდან გაქცეული პატიმრები შეიარაღებულები არიან? - პენიტენციური დუმს
კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ - სამი მსჯავრდადებული "ავერსის" კლინიკიდან დღის 13:00 საათზე გაიქცა, თუმცა რატი ბრეგაძის უწყებას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
როგორც "პირველების" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, კლინიკაში პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნები რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ, თუმცა არცერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა არ იცის სად იყვნენ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები მაშინ, როდესაც პატიმრები გაიქცნენ.
ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, პატიმრებმა ბადრაგს ცეცხლსასროლი იარაღიც წაართვეს, თუმცა ამ ფაქტს ამ დროისთვის ოფიციალურად არავინ ადასტურებს.