პატიმრის ოჯახმა თავის დაწვა სცადა - მოსამართლემ 16 წლის მოზარდი ციხეში გაუშვა

01.11.23 20:41
პატიმრის ოჯახმა თავის დაწვა სცადა - მოსამართლემ 16 წლის მოზარდი ციხეში გაუშვა

 

პატიმრის ოჯახმა თავის დაწვა სცადა. პროტესტის უმძიმეს ფორმას ბრალდებულის დედამ და ბიძამ ქუთაისის სასამართლოს შენობასთან მიმართეს. მას შემდეგ რაც მოსამართლემ 16 წლის მოზარდი ციხეში გაუშვა, ბრალდებულის  ოჯახის წევრებმა თავზე ბენზინი გადაისხეს და ცეცხლი წაიკიდეს. 

დედასაც და ბიძასაც სხეულზე დამწვრობები აქვთ. განსაკუთრებით მძიმეა ირაკლი გაბელაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. პატიმრის ოჯახის წევრები დაკავებული მოზარდის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში  აანონსებენ, რომ  პროტესტის ეს ფორმა მხოლოდ დასაწყისი იქნება.

დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.