საგანგებო თავყრილობა საპატრიარქოში სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე და გასაიდუმლოებული დღის წესრიგი

01.11.23 20:23
საგანგებო თავყრილობა საპატრიარქოში სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე და გასაიდუმლოებული დღის წესრიგი

 

 

საგანგებო თავყრილობა საპატრიარქოში სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე. მღვდელმთავრებმა უკვე გაიარეს კონსულტაციები ხვალინდელ შეკრებამდე. დღის წესრიგი გასაიდუმლოებულია. ამბობენ, რომ მთავარი განსახილველი საკითხი მსოფლიოში შექმნილი დაძაბული ვითარებაა. მეტი არ კონკრეტდება. ზუსტად იციან რომ სინოდი არ განიხილავს დეკანოზ მამალაძის შეწყალების თემას და არც უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს. ეს თემები დღის წესრიგიდან მოხსნილია. 

იქნება თუ არა  საუბარი  პატრიარქის მოსაყდრის უფლებების გაზრდის შესახებ.  თეოლოგები ვარაუდობენ, რომ სწორედ მეუფე შიოს საკითხი იქნება ეპისკოპოსების მსჯელობის საგანი. ამ განცხადებების ავტორებმა კი დღეს მეუფე იაკობის რისხვა დაიმსახურეს. ბოდბელი ეპისკოპოსი თეოლოგებს სჯულის კანონების არმცოდნედ მოიხსენიებს. სინოდის დღის წესრიგი განსაზღვრულია, თუმცა მღვდელმთავრები არ გამორიცხავენ, რომ წინასწარ დაგეგმილი საკითხების გარდა სხვა თემების განხილვა  თავად ეპისკოპოსებმა მოითხოვონ.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.