გაქცეულ პატიმრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ - როგორ გაექცნენ მსჯავრდებულები საბადრაგო სამსახურს?

01.11.23 20:08
გაქცეულ პატიმრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ - როგორ გაექცნენ მსჯავრდებულები საბადრაგო სამსახურს?

 

 

გაქცეულ პატიმრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. როგორ გაექცნენ მსჯავრდებულები საბადრაგო სამსახურს? - კლინიკის თანამშრომლებს უკვირთ, როგორ გაექცნენ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს მსჯავრდებულები.

გამიკვირდა რომ გაექცათ. სულ მობმული ჰყავთ ხელზე და მართლა გამიკვირდა. კარის გარდა ვერსაიდან გაიქცეოდნენ" - ამბობს კლინიკის თანამშრომელი "პირველებთან".

მომხდარს იუსტიციის სამსახურის გენინსპექცია იძიებს, თუმცა რა მუხლით, ეს ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს სამსახურებრივ გულგრილობასთან.

პენიტენციურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. 

კრიმინალური, საპატრულო და გენინსპექციის თანამშრომლები "ავერსის" კლინიკასთან არიან მობილიზებული. ეს ის სამედიცინო დაწესებულებაა, საიდანაც მსჯავრდადებულებმა გაქცევა დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე მოახერხეს. 

ცნობილია, რომ პატიმრები "ავერსის" კლინიკიდან იმ დროს გაიქცნენ, როდესაც ისინი კვლევაზე მიიყვანეს.