წყარო: გაქცეული პატიმრებიდან ერთ-ერთი დააკავეს
"პირველების ინფორმაციით, გაქცეული პატიმრებიდან ერთ-ერთი დააკავეს. წყარო ამბობს, რომ მსჯავრდებული სახლში მივიდა, სწორედ იქ მოხდა მისი დაკავებაც.
პატიმარი 18 წელს მიუღწეველი პირია და სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა.
შეგახსენებთ, გვიან ღამემდე გამომძიებლები კინოლოგებთან ერთად შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ.
ცნობილია, რომ პატიმრები "ავერსის" კლინიკიდან იმ დროს გაიქცნენ, როდესაც ისინი კვლევაზე მიიყვანეს.
მომხდარს იუსტიციის სამსახურის გენინსპექცია იძიებს.