პატრიარქის გადაყენება დღის წესრიგში არ არსებობს - მეუფე მიქაელი
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი სინოდის სხდომის დაწყებამდე ეკლესიის დღის წესრიგზე საუბრობს და ამბობს, რომ პატრიარქის გადაყენება არ მოხდება, რადგან გადაწყვეტილებებს "ღმერთი იღებს ზემოდან".
ეპისკოპოსი არ ასახელებს კონკრეტულ თემებს, რომლის ირგვლივაც სინოდი დღეს იმსჯელებს.
ყველას გილოცავთ მამა გაბრიელის ხსნების დღეს, რა საკითხებზეც ვიმსჯელებთ, რომ გამოვალთ აუცილებლად გეცოდინებათ. ახლა მივდივართ და ვარკვევთ საკითხებს. არა, როგორ გეკადრებათ, პატრიარქის რა გადადგომა, როგორ შეიძლება. არ ვიცი ამაზე თეოლოგები რატომ საუბრობენ, ჩვენ ეპისკოპოსები ვართ და ვართ დინჯად, წყნარად, საქართველოს გაძლიერებაში და ეკლესიის გაძლიერებას ვემსახურებით. არ არსებობს ეგ და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. ეს დაწესებულება ხომ არ არის? ღმერთი წყვეტს ზემოდან - განაცხადა მეუფე მიქაელმა.