წყარო: სამივე გაქცეული პატიმარი ქსნის ციხეში იხდიდა სასჯელს
"პირველების" ინფორმაციით, სამივე გაქცეული პატიმარი ქსნის ციხეში იხდიდა სასჯელს
სწორედ ქსნიდან გადმოიყვანეს თბილისში, რა დროსაც პატიმრები ავერსის კლინიკიდან გაიქცნენ.
გაქცეული პატიმრებიდან ერთ-ერთი დააკავეს. იუსტიციის სამინისტრომ კლინიკიდან გაქცეული პატიმრის დაკავება ოფიციალურად დაადასტურა
ცნობილია, რომ პატიმრები "ავერსის" კლინიკიდან იმ დროს გაიქცნენ, როდესაც ისინი კვლევაზე მიიყვანეს.
მომხდარს იუსტიციის სამსახურის გენინსპექცია იძიებს.