დაპირისპირება რეგულაციების გამო - ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის დროს რამდენიმე პირი დაშავდა

13.06.21 11:33
დაპირისპირება რეგულაციების გამო -  ერთ-ერთ რესტორანში  ჩხუბის დროს რამდენიმე პირი დაშავდა

თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბი კოვიდრეგულაციების გამო რესტორანში მაგიდასთან ლიმიტირებულმა ადგილებმა გამოიწვია.

დაზარალებული მოქალაქე ,,ტვ პირველთან" ჰყვება, რომ ობიექტის დაცვის თანამშრომლები აგრესიულები იყვნენ, რის გამოც ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ჩხუბის დროს მოქალაქემ სხეულის დაზიანებები მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მსგავსი სიახლეები