პატრიარქის გადადგომას არ დავუშვებთ, ყველა წინააღმდეგი ვიქნებით - მეუფე ანტონი
პატრიარქის გადადგომას არ დავუშვებთ. მეუფე ანტონი არ გამორიცხავს რომ დღევანდელ სინოდის სხდომაზე უწმინდესმა მისი გადაყენების საკითხი წამოჭრას.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი გადაჭრით ამბობს, რომ სინოდი ამ საკითხში ერთიანია და ამიტომ იქნება წინააღმდეგობაც.
წინააღმდეგი ვარ, ყველა წინააღმდეგი ვართ, არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას იმიტომ, რომ პატრიარქი არის პატრიარქი ის არის მხცოვანი და პატივს იმსახურებს, ყველას მაკურთხეველია და მთელ საქართველოს უყვარს. მაინც შევეწინააღმდეგებით მაინც. სინოდი აბსოლუტურად გაძლევთ გარანტიას, რომ სინოდი ერთიანია. პატრიარქი ერთიანობაა, არამც და არამც არ დადგება ეს საკითხი. არ ვიცი თვითონ შეიძლება გამოიტანოს, მაგრამ ჩვენ შევეწინააღმდეგებით. მე მგონია მეუფე შიოს საკმარისი უფლება მოსილება აქვს, მეტი რაღა უნდა გაფართოვდეს. გაფართოების საკითხზე არა თუკი ეს დადგება და განვიხილავთ თუ რა საკითხს ეხება რა სფეროს შეიძლება ვიმსჯელოთ და შეიძლება ზოგმა უარი თქვას და ზოგმა თანხმობა, მ პირადად ვემხრობი", - ამბობს მეუფე ანტონი.