საგანგებო შეხვედრა საპატრიარქოში - სინოდის წევრები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

13.06.21 13:01
საგანგებო შეხვედრა საპატრიარქოში - სინოდის წევრები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

საპატრიარქოში საგანგებო შეხვედრა მიმდინარაეობს. სინოდის წევრებთან შეხვედრას ესწრება  ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი. სხდომაზე ასევე იმყოფებიან  ჯანდაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა  ფონდის   და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობოები ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. არსებული ინფორმაციით, გაეროს წარმომადგენლები სინოდის წევრებს პანსიონში სახალხო დამცველის შესვლის საკითზეც გაესაუბრებიან.

ტვ პირველის ინფორმაციით, შეხვედრას არ ესწრებიან პატრიარქი და მეუფე სპირიდონი.