შეიარაღებული თავდასხმა ექსმერზე - ექსკლუზიური კადრები

02.11.23 14:46
შეიარაღებული თავდასხმა ექსმერზე - ექსკლუზიური კადრები

 

 

"პირველებმა" მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელიც დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმას ასახავს. 

რა დაიდება ვიდეომასალით?  - პირველ კადრში ჩანს, რომ დმანისის ყოფილ მერის ავტომობილს შავი მანქანა მაგისტრალზე გადაუსწრებს და გზას უხერგავს, მას შემდეგ რაც გიორგი ტატუაშვილი ამჩნევს, რომ თავდამსხმელები მანქანიდან გადმოდიან, ჩახერგილი ტერიტორიიდან უკუსვლით ბრუნდება, რის შემდეგაც თავდამსხმელები მას ედევნებიან.

ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერის ისმის სამი გასროლის ხმა. 

ოპოზიციონერს დმანისში გუშინ, დმანისის შესასვლელთან დაახლოებით 14:00 საათზე დაესხნენ და მისი ჩაცხრილვა სცადეს. გიორგი ტატუაშვილი მომხდარს მის პოლირტიკურ საქმიანობას უკავშირებს. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. მიმალვაში მყოფ პირებს იარაღის უკანონო შეძენასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

დაზარალებული ტატუაშვილის დაკითხვა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. დმანისის ყოფილი მერზე თავდამსხმელები ამ დრომდე თავისუფლებაზე არიან.