განიხილეს თუ არა სინოდის კრებაზე პატრიარქის გადადგომა - პირველი კომენტარები საპატრიარქოდან

02.11.23 15:21
განიხილეს თუ არა სინოდის კრებაზე პატრიარქის გადადგომა - პირველი კომენტარები საპატრიარქოდან

განიხილეს თუ არა სინოდის კრებაზე პატრიარქის გადადგომა - საპატრიარქოდან პირველი კომენტარები კეთდება.

მეუფე ზოსიმეს განცხადებით, სინოდის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში პატრიარქის გადადგომის საკითხი არ დამდგარა. 

„განხილვა შეეხებოდა საერთაშორისო საკითხებს, ამ დიდ დაძაბულობას - უკრაინას, პალესტინას. მეტი არაფერი“, - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

როგორც ჟურნალისტებთან საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, სინოდზე არ განხილულა "ის მძიმე საკითხები", რომლებზეც იყო კულუარულად იყო საუბარი, ლაპარაკია პატრიარქის შესაძლო გადადგომაზე. 

"ის მძიმე საკითხები" რომელზეც იყო საუბარი არ გამართლდა მორიგ ჯერზე, ამიტომ დავიმახსოვროთ ეს ყველამ ერთად და ტყუილად ნუ შევიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში". - განაცხადა ჯაღმაიძემ.

სინოდის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მეუფე ანტონის მიერ გაკეთებულმა სკანდალურმა განცხადებებმა გააჩინა განცდა, რომ შეკრება დაძაბულობით იქნებოდა სავსე. საპატრიარქოს პრეს მდივანმა კი პატრიარქის შესაძლო გადადგომას ჭორებს აყოლილ ინტრიგას უწოდებს. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა დღეს არ გამორიცხა, რომ უწმინდესმა მისი გადაყენების საკითხი წამოჭრას.