კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ - ბერბოკი
კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, - ამბობს ბერბოკი.
ბერბოკის თქმით, გაფართოებული ევროკავშირი მხოლოდ მაშინ გახდება ძლიერი, როცა გააკეთებენ იმას, რასაც დიდი ხანია ვერ ბედავენ.
ამჟამად ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაპყრობითი ომის გეოპოლიტიკური შედეგი. მაგრამ გაფართოებული ევროკავშირი მხოლოდ მაშინ გახდება ძლიერი, როცა ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც დიდი ხანია ვერ ვბედავთ. გადავხედოთ იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი კავშირი“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას მალე ევროკავშირის კავშირის წევრად იხილავს.
გვსურს უკრაინა ჩვენი კავშირის წევრად ვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ სიგნალს გასცემს“, - ამბობს ანალენა ბერბოკმა.