ქუჩური გარჩევა სენაკში - დაჭრილია ერთი პირი

13.06.21 15:02
ქუჩური გარჩევა სენაკში -  დაჭრილია ერთი პირი

სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ოჯახის წევრებმა ის ქუჩაში ძირს დაგდებული იპოვეს.

 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, მისი გადაყვანა ქუთაისი საავადმყოფოში გახდა საჭირო. 

ქუჩური გარჩევა სავარაუდოდ, წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. სენაკის პოლიციის განყოფილებაში ამ დროისთვის გამოკითხვები მიმდინარეობს.