დახურვაზე არ არის საუბარი - ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონზე

13.06.21 15:06
დახურვაზე არ არის საუბარი - ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონზე

საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შეხვედრა დასრულდა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის, თქმით, საუბარი არა პანსიონის დახურვას, არამედ საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლას შეეხო.

"ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული, არა მხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით,არამედ ზოგადად პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იყოს გათვალისწინებული.

 ჩვენ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ იყოს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება, ჩვენ შეგვხდეს, მათ შორის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით.  მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის პირველ რიგში ის, რომ რეალურად შევხედოთ პრობლემებს, არ მოხდეს უტრირება და პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვის პრობლემები არ გადაიფაროს რაიმე სხვა პრობლემებით. დახურვაზე არ არის საუბარი, აქ საუბარი არის, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტები",-  თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი სიახლეები