თბილისში დაჭრილი მამა-შვილი - ახალი დეტალები სისხლიანი დაპირისპირების საქმეში
სისხლიანი გარჩევა პარკირების გამო - თბილისში დაჭრილი მამა-შვილის შესახებ "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია.
ირკვევა, რომ ქალაქის ცენტრში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს წინ ჩხუბი და ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
"პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, რომ მას შემდეგ რაც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი სახლში დაბრუნდა და მათ კუთვნილებაში მყოფი ადგილას მდგარი უცნობი ავტომობილი დაინახეს, დაიწყეს მოკვლევა, თუ ვისი იყო მანქანა. გარკვევის შემდეგ, ადგილზე ჩამოვიდა ავტომობილის პატრონი და სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილსა და მეზობლის სტუმარს შორის მოხდა შელაპარაკება, რასაც მამა-შვილის ცივი იარაღით დაჭრა მოჰყვა.
მომხდარზე შსს-ს ოფიციალური ცნობები არ გაუვრცელებია.
დაპირისპირება დოლიძის 20 ნომერთან გუშინ გვიან ღამით მოხდა.